თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ადამიანებს შესთავაზებდა გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოს და იზრუნებდა მათ სიმყუდროვესა და სიმშვიდეზე. სწორედ ამიტომ 2023 წელს დავაფუძნეთ ბიმ ჯგუფი, სლოგანით: - ''ახალი სხივი შენს ცხოვრებაში''. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ცხოვრების ახალი სტანდარტი, ინფრასტრუქტურის არა მხოლოდ შექმნას, არამედ მის შენარჩუნებასაც გულისხმობს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კვალიფიციური კადრების დახმარებითა და ISO სტანდარტების დაცვით ჩვენ ვაშენებთ გარემოს, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩვენს წარმოდგენას სრულყოფილ სახლთან დაკავშირებით.
ჩვენ შესახებ
მისია
თანამედროვე ტექნოლოგიებით, კვალიფიციური კადრებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შევქმნათ კომფორტული და მყუდრო გარემო თქვენთვის.
ურბანული ცხოვრების ხელახალი განსაზღვრა განსაკუთრებული სივრცის შექმნით, რომელიც შთააგონებს და ამაღლებს ყოველდღიურ გამოცდილებას.
მიზანი
ჩვენი მიზანია სრულყოფილებისკენ სწრაფვა არქიტექტურული დიზაინიდან დაწყებული, ბინის გასაღების გადაცემით დასრულებული.
პრიორიტეტული ადგილებითა და განსაცვიფრებელი ხედებით ემოციების მინიჭება, ჩვენი მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ქალაქის არქიტექტურის გამდიდრება, განახლებული დიზაინითა და დეტალებისადმი ყურადღების გამახვილების გზით.
ღირებულება
ჩვენი მთავარი ღირებულებაა დაკისრებული ვალდებულების პირნათლად შესრულება, რაც შემდგომში ამარტივებს ურთიერთობას მომავალ მობინადრეებთან.
კეთილსინდისიერება
ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს პატიოსნებით, გამჭვირვალობითა და ერთიანობით, ვამყარებთ ნდობას ჩვენს დაინტერესებულ მხარეებთან და ვავითარებთ გრძელვადიან ურთიერთობებს.
მშენებლობის პროცესი
|
25 აპრილი -2024 |
მონოლითის სამუშაოები
ბაგებში +18.98 ნიშნულზე დასრულდა საცხოვრებელი სართულის მონოლითის სამუშაოები და მიმდინარეობს მე-8 სართულის კოლონების არმირება (არმატურის დაწვნა). |
გალერია
|
გალერია | ||
|
03 აპრილი -2024 |
მე-6 სართული
მე-5 სართულზე ჩაისხა კოლონები და რიგელები, პარალელურად მიმდინარეობს მე-6 სართულზე რკინის სამუშაოები. |
გალერია
|
გალერია | ||
|
08 მარტი -2024 |
მე-5 სართული
+12.58 ნიშნულზე მიმდინარეობს მე-5 სართულის კოლონების მოსამზადებელი სამუშაოები. |
გალერია
|
გალერია | ||
|
23 თებერვალი -2024 |
საყრდენი სვეტები
პირველიდან მე-5 სართულის ჩათვლით დასრულდა მონოლითის სამუშაო, მე-6 სართულზე მოეწყო საყრდენი სვეტები. |
გალერია
|
გალერია |