სად მდებარეობს მშენებლობა?

ქალაქი თბილისი, ბაგები, წყნეთის შესახვევი N1 (სკა ბარის გვერდზე მარცხენა მხარეს) ;   

ზუსტი მდებარეობის დასადგენად იხილეთ რუკა.

რა ეტაპზეა მშენებლობა?

როდის სრულდება მშენებლობა?

ბიმ ჯგუფი ბაგებში მშენებლობა სრულდება 2025 წლის 31 დეკემბერს.

რამდენი და როგორი პროექტის კორპუსი შენდება?

ბიმ ჯგუფი ბაგებში შენდება 1 (ერთი) 13 (ცამეტ) სართულიანი კორპუსი, რომელიც მოიცავს 85 ბინას.

  • კომერციული და საოფისე ფართები განთავსებულია -2 სართულზე;
  • მეორე სართულიდან მეათე სართულის ჩათვლით განთავსებულია 9 ბინა;
  • მეთერთმეტე სართულზე კი არის 4 ბინა. 

რა მდგომარეობით ბარდება ბინა?

ბიმ ჯგუფი ბაგებში ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით.

რას გულისხმობს ბინის თეთრი კარკასის კონდიციით ჩაბარება:

  • მაღალი ხარისხის შავი ალუმინის კარ-ფანჯარა, გაღება/გადმოკიდების  მექანიზმით (აივნის კარიც და ფანჯარაც) ორმაგი მინაპაკეტით;
  • მაღალი ხარისხის შემოსასვლელი რკინის კარი;
  • ბინაში შეყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები;
  • ბინამდე მიყვანილი ელექტრობა და ბუნებრივი აირი;
  • თქვენი გემოვნებით დაგეგმარებული შიდა ტიხრები, აშენებული 10 სმ. სისქის ბლოკებით, გალესილი თაბაშირისა და პერილიტის ნაზავით;
  • გალესილი კონტურული კედლები; 
  • კიბეები და სადარბაზოები მოპირკეთებული გრანიტის ქვით;
  • დასრულებული გარე ფასადი:

- კერამიკული ფილა ხის ფაქტურით;

- ბუნებრუვი ქვა - ტრავერტინი;

- ბუნებრივი ქვა - შავი მარმარილო;

- ლამინირებულ ყალიბში ჩამოსხმული ბეტონი.

  • მოპირკეთებული აივანი და მინის მოაჯირები;
  • აივანზე დაგებული ფილები (დრენაჟისა და ტრაპის სისტემა);
  • მოჭიმული იატაკი;
  • კორპუსი აღჭურვილია 41-ე დადგენილების შესაბამისად, ორი თანამედროვე ლიფტით, რომელიც უზრუნველყოფილია UPS-ით (ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში სარეზერვო დენის წყარო);
  • სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო (პანდუსი, ლიფტი,  ფარეხი);
  • -1 და 1 სართულზე განთავსებული, განათებითა და სადარბაზოდან შესასვლელი კარით უზრუნველყოფილი, იზოლირებული ავტოფარეხი;
  • თელასის, ენერგო-პრო ჯორჯიას და GWP მრიცხველების მონტაჟი და აბონირება.

სეისმურად რამდენად მდგრადია კორპუსი?

ბიმ ჯგუფი ბაგებში პროექტის დამატებითი სიმყარისთვის 1400 გრძივი მეტრის ხიმინჯები ჩაისხა და პროექტი გათვლილია 8 (რვა) ბალიან მიწისძვრაზე.

როდის მოხდება კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება?

ბიმ ჯგუფი ბაგებში მშენებლობა მიმდინარეობს ყველა სამშენებლო  რეგულაციისა და ნორმის დაცვით. კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურა და მისი ხანგრძლივობა კი სრულიად მერიის პრეროგატივაა. 

აქვს თუ არა კორპუსს ავტოფარეხი?

ბიმ ჯგუფი ბაგებში კორპუსს აქვს -1  და 1 სართულზე  განთავსებული 39 (ოცდაცხრამეტი) ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი და ეზოს ტერიტორიაზე 3 (სამი) მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი, რომელიც ასევე მოიცავს სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის განკუთვნილ სადგომს.

რა მასალით არის მოპირკეთებული ფასადი?

გარე ფასადი მთლიანად მოპირკეთებული და დათბუნებულია. კედლები შევსებულია 20 სანტიმეტრის სისქის პემზის სამშენებლო ბლოკით, მაღალი ხარისხის ლამინირებული, ყალიბში ჩამოსხმული ბეტონით, ხის ფაქტურის ვენტილირებადი ფასადით და შავი მარმარილოს ბუნებრივი ქვით. აივნებზე დამონტაჟებულია მინის მოაჯირები, შავი ფერის ალუმინის პროფილით დამზადებული კარ-ფანჯარა და ვიტრაჟები. 

რა დაიგეგმა მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე (რეკრეაციული გარემოს ან ეზოს მოწყობა)?

ბიმ ჯგუფი ბაგებში კორპუსის მიმდებარედ გენერალური გეგმისა და დენდროპროექტის მიხედვით ეწყობა 606.2 კვ.მ მწვანე სივრცე, საბავშვო მოედანი, ირგვება კავკასიური ცაცხვი, ჰიმალაის კედარი და ეწყობა განათება.

რამდენი კვადრატული მეტრია ყველაზე პატარა ბინა?

ბიმ ჯგუფი ბაგებში ყველაზე მცირე ფართის ბინა 49.4 კვადრატული მეტრიდან იწყება. ეს არის სტუდიოს ტიპის ბინა 1 (ერთი) იზოლირებული საძინებლით. 

რამდენი კვადრატული მეტრია ყველაზე დიდი ბინა?

ბიმ ჯგუფი ბაგებში ყველაზე დიდი ფართის ბინა 570 კვადრატული მეტრია. ეს არის სტუდიოს ტიპის ბინა, რაც გულისხმობს სამზარეულოსა და 3 (სამი) საძინებელს, ასევე ორ ტერასას.