როგორ შევქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო სახლში: რჩევები
29.03.2024

როგორ შევქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო სახლში: რჩევები

სახლი სწორედ ის ადგილი უნდა იყოს, სადაც ყველაზე მყუდროდ და დაცულად გრძნობდეთ თავს. თუ შინ დაბრუნება  დამატებით სტრესს გგვრით ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაგვაროთ.  

დღეს, თანამედროვე ყოველდღიურ სტრესულ გარემოში მნიშვნელოვანია ერთი ადგილი მაინც გეგულებოდეთ როგორც მყუდრო თავშესაფარი, და თუ ასეთი თქვენი სახლი იქნება დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრესი 70% მაინც შეგიმცირდებათ. 

დაღლილობასთან და სტრესთან გამკლავებაში რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი ინტერიერის დიზაინი ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ მისი მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ სივრცე, სადაც დღის ბოლოს დასვენებას და ძალების აღდგენას შეძლებთ. 

სამზარეულო

ფერები და განათება 

ინტერიერში მთავარი ფერი და სინათლე. ამ კომპონენტებს  შეუძლიათ სრულად  შეცვალონ ბინის ინტერიერი. ფერების საშუალებით შეგვიძლია გავზარდოთ ან შევამციროთ ოთახის სივრცე, გავზარდოთ ან დავაპატარაოთ სიმაღლე. 

მყუდრო სახლის საფუძველი ფერთან ერთად სწორი განათებაა. თითოეული ოთახისთვის ღირს ინტერიერის განათების სხვადასხვა სცენარების გათვალისწინება. კარგია, როდესაც განათების მოწყობილობები სიკაშკაშის მაკონტროლებელი ფუნქციით არის აღჭურვილი, მათი მეშვეობით თქვენ აკონტროლებთ  განწყობას მთელს ბინაში. 

საძინებელი

სახლის არომატები და მცენარეები 

სუნისუნი ზემოქმედებას ახდენს თქვენს განწყობაზე და თვითშეგრძნებებზე. აავსეთ თქვენი ბინა   საყვარელი სურნელით. შეგიძლიათ გამოიყენოთ არომატული სანთლები, ყვავილები, სურნელოვანი ზეთი რათა საკუთარ თავში რომანტიკული ან  სასიამოვნო მოგონებები აღძრათ. არომათერაპია საუკეთესო საშუალებაა დეპრესიისაგან თავის დასაღწევად. 

ოთახის მცენარეები ინტერიერის გამოცოცხლებას და სიმყუდროვის შექმნას შეუწყობს ხელს.  მაშინაც კი, თუ დრო არა გაქვთ  შესაძლებელია ისეთი ყვავილების შეძენა, რომლებიც ნაკლებ მოვლას საჭიროებენ.

ორგანაიზერები და ფუნქციური სივრცე

მყუდრო დიზაინის ერთერთი ძირითად პრინციპი მისი ფუნქციურობაა. ფუნქციური დიზაინი, გარდა იმისა, რომ მოსახერხებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამავე დროს, სიმშვიდის განცდას აღძრავს. მაგალითად, სამზარეულო ისე უნდა იყოს დაგეგმარებული, რომ ერთი ნივთის ასაღებად წასულს არ გიხდებოდეთ უამრავი წინაღობის გადალახვა, რაც დამატებითი სტრესის წყარო შეიძლება გახდეს.

მას შემდეგ, რაც ზედმეტ ნივთებს თავიდან მოვიშორებთ, დარჩენილი ნივთების მოწესრიგების დრო დგება.  სათანადოდ ორგანიზებულ და მოწესრიგებულ ნივთებსაც თავისი წვლილი შეაქვს მშვიდი და მყუდრო გარემოს შექმნაში. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორია ჩვენი ყოველდღიური რუტინა, გამოცდილ ინტერიერის დიზაინერებს შეუძლია დააგეგმაროს სივრცე იმგვარად, რომ ჩვენი ნივთები მუდამ მოწესრიგებული დარჩეს.