სტატუსი

22%

დასრულების თარიღი

30.12.2025

პროექტის მდებარეობა გთავაზობთ წინა რიგის სავარძელს ქალაქის ყველაზე განსაცვიფრებელი ხედებისკენ

წარმოიდგინეთ, რომ დაძინებისას ხელის გულზე გაქვთ ქალაქის ბრჭყვიალა შუქები ან დილით მიირთმევთ ფინჯან ყავას ბრწყინვალე მზის ამოსვლის ფონზე.

პროექტის ცენტრალური მდებარეობის მიღმა დევს კიდევ უფრო მიმზიდველი თვისება - თვალწარმტაცი, პანორამული ხედი, რომელიც ამაღლებს ცხოვრების გამოცდილებას ახალ სიმაღლეებზე.

ქალაქის არაჩვეულებრივი ფონი და პეიზაჟები, რომლებიც შთაგაგონებთ და გხიბლავთ.

შესაძლებლობა - რამდენიმე წუთში ჩაეფლოთ ქალაქის ცოცხალ კულტურასა და ღირსშესანიშნაობებში.

ბინის ჩაბარების პირობები

რას გთავაზობთ?

  • მაღალი ხარისხის შავი ალუმინის კარ-ფანჯარა, გაღება/გადმოკიდების  მექანიზმით (აივნის კარიც და ფანჯარაც) ორმაგი მინაპაკეტით;
  • მაღალი ხარისხის შემოსასვლელი რკინის კარი;
  • ბინაში შეყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები;
  • ბინამდე მიყვანილი  ელექტროობა და ბუნებრივი აირი;
  • თქვენი გემოვნებით დაგეგმარებული შიდა ტიხრები, აშენებული 10 სმ. სისქის ბლოკებით, გალესილი თაბაშირისა და პერილიტის ნაზავით;
  • გალესილი კონტურული კედლები; 
  • კიბეები და სადარბაზოები მოპირკეთებული გრანიტის ქვით;
  • პროექტის მიხედვით დასრულებული გარე ფასადი (კერამიკული ფილა ხის ფაქტურით, ბუნებრუვი ქვა - ტრავერტინი და შავი მარმარილო, ლამინირებულ ყალიბში ჩამოსხმული ბეტონი); 
  • მოპირკეთებული აივანი და მინის მოაჯირები;
  • აივანზე დაგებული ფილები (დრენაჟისა და ტრაპის სისტემა);
  • აპარატურული მეთოდით დასხმული მოჭიმული იატაკი;
  • გენერალური გეგმის მიხედვით კეთილმოწყობილი მიმდებარე ტერიტორია;
  • კორპუსი აღჭურვილია 41-ე დადგენილების შესაბამისად, ორი თანამედროვე ლიფტით, რომელიც უზრუნველყოფილია UPS-ით (ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში სარეზერვო დენის წყარო);
  • სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო (პანდუსი, ლიფტი, ფარეხი);
  • -1 და 1 სართულზე განთავსებული, განათებითა და სადარბაზოდან შესასვლელი კარით უზრუნველყოფილი, იზოლირებული ავტოფარეხი;
  • თელმიკოს, ენერგო-პრო ჯორჯიასა და GWP მრიცხველების მონტაჟი და აბონირება.

მისამართი

ქალაქი თბილისი, ბაგები, წყნეთის შესახვევი N1 

ტელეფონი

032 245 40 04