ჩვენ შესახებ

თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ადამიანებს შესთავაზებდა გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოს და იზრუნებდა მათ სიმყუდროვესა და სიმშვიდეზე. სწორედ ამიტომ 2023 წელს დავაფუძნეთ ბიმ ჯგუფი, რომლის სლოგანია: ''ახალი სხივი შენს ცხოვრებაში''.

და მომენტალურად დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურისა და ხარისხის თანხვედრით, კომფორტულ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ წარმოსახვას რეალობად აქცევს.

როგორია იდეალური სივრცე შენთვის? 

ამ კითხვაზე თითოეულ ჩვენგანს შეიძლება განსხვავებული პასუხი გვქონდეს.  

უსაფრთხოება და კომფორტი ეს ის ორი დეტალია, რომელიც დღეს ყველას გვჭირდება.

ბიმ ჯგუფის გუნდით სწორედ ამ ორი ფუნდამენტური საჭიროების გათავალისწინებით შევქმენით პროექტი, რომელიც პასუხობს უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანების ყველა მოთხოვნას, არ აქვს მნიშვნელობა საცხოვრებლად ეძებთ ბინას თუ საინვესტიციოდ. 

ჩვენ ვიცით, რომ დღეს ცხოვრების ახალი სტანდარტი, ინფრასტრუქტურის არა მხოლოდ შექმნას, არამედ მის  შენარჩუნებასაც გულისხმობს. 

განიცადეთ განსხვავება ჩვენთან ერთად

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კვალიფიციური კადრების დახმარებითა და ISO სტანდარტების დაცვით ჩვენ ვაშენებთ გარემოს, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩვენს წარმოდგენას სრულყოფილ სახლთან დაკავშირებით: 

  • უსაფრთხო გარემო;
  • გარანტირებული მშენებლობა (პარტნიორი ბანკი - თიბისი);
  • წინასწარ განსაზღვრული სერვისის ტარიფი;
  • მუდმივად მზარდი ინვესტიცია. 

ჩვენი მიზანია მშენებლობის პროცესში და მის შემდეგ შევქმნათ მოვლილი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რაც ჩვენთვის და მომავალი თაობისთვის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ სასიცოცხლოდ საჭიროა, განსაკუთრებით კი ცენტრალურ უბანში საცხოვრებლად.

ჩვენი მისწრაფება ერთგულებისადმი ჩაქსოვილია ყველა პროექტში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. 

ხარისხისადმი ერთგულებით და დეტალებისადმი ზედმიწევნითი დაკვირვებით ჩვენ ვცდილობთ კიდევ ერთხელ განვსაზღვროთ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების დონე.

ჩვენი გუნდი მაღალი საერთაშორისო სტანდარტებითა და მრავალწლიანი სამშენებლო ინდუსტრიის გამოცდილებით დაუღალავად მუშაობს თქვენი ოცნებების რეალიზებისთვის. კონცეფციის შექმნიდან თქვენთვის ბინის გასაღების გადმოცემამდე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული დეტალი ასახავდეს ოსტატობისა და ელეგანტურობის უმაღლეს სტანდარტებს.

ჩვენი ფოკუსი მუდმივად მიმართულია ინოვაციებსა და კრეატიულობაზე. ჩვენ ვცდილობთ გავცდეთ საზღვრებს და შევქმნათ არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციონალური სივრცეები. მდიდრული ინტერიერიდან დაწყებული თვალწარმტაცი ექსტერიერით დამთავრებული, ჩვენი პროექტები ადასტურებს ჩვენი ურყევი ერთგულების ბრწყინვალებას. 

მისია

თანამედროვე ტექნოლოგიებით, კვალიფიციური კადრებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შევქმნათ კომფორტული და მყუდრო გარემო თქვენთვის. 
ურბანული ცხოვრების ხელახალი განსაზღვრა განსაკუთრებული სივრცის შექმნით, რომელიც შთააგონებს და ამაღლებს ყოველდღიურ გამოცდილებას. 

მიზანი

ჩვენი მიზანია სრულყოფილებისკენ სწრაფვა არქიტექტურული დიზაინიდან დაწყებული, ბინის გასაღების გადაცემით დასრულებული. 
პრიორიტეტული ადგილებითა და განსაცვიფრებელი ხედებით ემოციების მინიჭება, ჩვენი მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ქალაქის არქიტექტურის გამდიდრება, განახლებული დიზაინითა და დეტალებისადმი ყურადღების გამახვილების გზით.

ღირებულება

ჩვენი მთავარი ღირებულებაა დაკისრებული ვალდებულების პირნათლად შესრულება, რაც შემდგომში ამარტივებს ურთიერთობას მომავალ მობინადრეებთან.

კეთილსინდისიერება

ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს პატიოსნებით, გამჭვირვალობითა და ერთიანობით, ვამყარებთ ნდობას ჩვენს დაინტერესებულ მხარეებთან და ვავითარებთ გრძელვადიან ურთიერთობებს.