რატომ არის  უძრავ ქონებაში ინვესტიცია მომგებიანი
15.01.2024

რატომ არის უძრავ ქონებაში ინვესტიცია მომგებიანი

თბილისის უძრავ ქონებაში დაბანდება ნიშნავს არჩევანის გაკეთებას იმ ქვეყნის ეკონომიკურ დედაქალაქზე, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ახლა ხდება პოპულარული. ის არა მხოლოდ თავისი კოლორიტით და გასაოცარი პეიზაჟებით, არამედ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ სოლიდური მაჩვენებლებით გამოირჩევა (2020 პროგნოზი +5%), რაც ქალაქს უცხოური კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის. მეორე მიზეზი, რის გამოც თბილისი ინვესტირებისთვის საუკეთესოა ქართულ ქალაქებს შორის - უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნაა. საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი ცხოვრობს თბილისში, რაც დაახლოებით 1,300,000 ადამიანია.

თბილისის ისტორიულ უბნებში, საბინაო ფონდი წარმოადგენს ტრადიციული იტალიური ეზოებისა და XIX საუკუნის შენობების ნაზავს. იგი სწრაფად ახლდება და განიცდის მოდერნიზებას ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების პოლიტიკისა და მთავრობის მხრიდან საგადასახადო შეღავათების გამო. ეს ხდის ამ უბნებს განსაკუთრებულად მიმზიდველს კაფეების, ბარების, მაღაზიების გასახსნელად ვარგის კომერციულ ფართებში ინვესტირების მსურველებისთვის. მეორე მხრივ, ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების მშენებლობა, რომელშიც ინვესტირების შემთხვევაში არენდით წლიური 10-15%, ხოლო შეძენიდან 3-5 წელიწადში გაყიდვით 40%-მდე მოგების მიღება არის შესაძლებელი.